"გორელებმა ისე შემარცხვინეს.... შემირცხვენია მაგათი ადამიანობა" - ონიანმა ხალხი ვერ შეკრიბა და გაბრაზდა

გამოქვეყნდა:

გრიშა ონიანი საკუთარ მხარდამჭერებს დაუპირისპირდა. გორის თეატრში, პარტიის ყრილობაზე ონიანმა თქვა, რომ გორელებმა "ის შეარცხვინეს", რადგან ყრილობაზე არ მივიდნენ.

ონიანს ყრილობის ჩატარება ცარიელ დარბაზში უწევს, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია:

ვაი მათ, და ჩემს მეგობრებს, ვინც დღეს აქ არ მოვიდნენ, შემირცხვენია მაგათი ფული, მაგათი ცხოვრება, მეგობრობა და ადამიანობა - მიმართა ონიანმა დარბაზიდან.

ონიანმა პირდაპირ სცენიდან გალანძღა მისი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი მეზვრიშვილი და თქვა, რომ მას ავტორიტეტი არ აქვს და ხალხი ვერ შეკრიბა.

გორის თეატრმა გრიშა ონიანს პრორუსული პარტიის ყრილობისთვის დარბაზი დაუთმო. დარბაზში საბჭოთა სიმბოლიკებია გამოფენილ, რაც კანონით აკრძალულია.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი