ტედ კრუზმა ივანიშვილის თავზე ფინანსურ სანქციათა გილიოტინა აღმართა - ნათელაშვილი

გამოქვეყნდა:

ამერიკელი სენატორის ტედ კრუზის წერილს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ეხმაურება. შალვა ნათელასვილის თქმით, სენატორმა მისი თხოვნა გაითვალისწინა.

ნათელაშვილი დარწმუნებულია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მისამართით გაგზავნილი კრუზის და კიდევ სამი ამერიკელი კანონმდებლის უმწვავესი წერილი შედეგს გამოიღებს.

ტედ კრუზმა შეასრულა ჩემთან არა ერთი შეხვედრისას მოცემული პირობა, რომ დაუდგებოდა ქართველ ხალხს გვერდით ოლიგარქიისა და რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და აღმართა ივანიშვილის თავზე ფინანსურ სანქციათა გილიოტინა. ხელისუფლებას დარჩა ძალიან ცოტა ძალაუფლებით ტკბობისა. ოლიგარქს ვპირდები, რომ მის მიერ მიტაცებული სიმდიდრე და ქონება დაბრუნებული იქნება ქართველ ხალხზე, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამერიკის სენატი ბიძინა ივანიშვილს ანტიდასავლურ და პრორუსულ კავშირებში ღიად ადანაშაულებს. ტეხასის სენატორი ტედ კრუზი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯონ კორნინი, კონგრესმენები მარკვეინ მალინი და ჯოდი არინგტონი - გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსების წერილი სახელმწიფო დეპარტამენტში უკვე გაგზავნილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი