საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი დღეს, 5 ივლისს რუსთაველზე დაგეგმილ ღირსების მარშს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ყველა მოქალაქის დაცვას უზრუნველყოფს. დეგნანის თქმით, ისინი, ვინც ძალადობით მშვიდობიანი მსვლელობისთვის ხელის შეშლას გეგმავენ, საქართველოს კონსტიტუციას არღვევენ.
აშშ-ის ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ პოლიცია მშვიდობიანი მონაწილეების უფლებებს დაიცავს.
"საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს მისი ყველა მოქალაქის დაცვას, მათ ორის მშვიდობიანი შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლებას, ისევე როგორც ამერიკის კონსტიტუცია, იმისდა მიუხედავად, რომ შეიძლება ეს აზრი იყოს არაპოპულარული და უმრავლესობისთვის წინააღმდეგობრივი.
გვჯერა, რომ საქართველოს პოლიციას აქვს სათანადო უნარები და პროფესიონალიზმი იმისთვის, რომ მშვიდობიან მონაწილეებს უფლება მისცენ გამოხატონ თავისი უფლება და განახორციელონ ეს უფლება, ხოლო ისინი, ვისაც სურთ რომ ხელი შეუშალონ მშვიდობიან მსვლელობას, ძალადობით და ზიზღით არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას ",- თქვა კელი დეგნანმა.
დღეს, 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" დასასრულს, რუსთაველზე "ღირსების მარში" გაიმართება. აქციის პარალელურად საპატრიარქო მსვლელობას მართავს ქაშუეთის ეკლესიასთან. ამავე თემაზე: