ვგმობთ სახელმწიფოს მხრიდან დაშვებულ ტერორს მედიაზე - "ლელო" დღევანდელ აქციას უერთდება

გამოქვეყნდა:

პარტია "ლელო" დღეს, პარლამენტთან 20:00 საათზე დაგეგმილ აქციას უერთდება. 

"არა ძალადობას! ვგმობთ სახელმწიფოს მხრიდან დაშვებულ ტერორს მედიაზე", - წერია პარტიის განცხადებაში.

თავისუფლებისთვის" - ამ სახელწოდებით მათ მდუმარე აქცია დღეს "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ დააანონსა. აქცია მდუმარე იქნება და მას "ევროპული საქართველო, მოძრაობა "დროა", სხვა პოლიტიკოსები თუ აქტივისტები შეუერთდებიან.

ცნობისთვის, 5 ივლისს პრაიდის კვირეული თბილისში ღირსების მარშით უნდა დამთავრებულიყო. დილიდან რუსთაველზე შეკრებილმა ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაარბიეს პარლამენტის წინ ოპოზიციის მხარდამჭერების კარვები, სცადეს "სირცხვილიას" ოფისში შეჭრა, შეიჭრნენ და დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი. ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქცია საპატრიარქოს ჰქონდა დაგეგმილი, პოლიცია კი ვერ ახერხებდა მშვიდობიანი მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაცვას.

დღის მანძილზე 50-მდე ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის რამდენიმე ამ დრომდე სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში რჩება. შსს-მ დღის ბოლოს განაცხადა, რომ ადმინისტრაციული წესით მხოლოდ 8 პირია დაკავებული. 6 ივლისს კი მედიაზე თავდასხმის გამო დამატებით 3 პირი დააკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი