"მკაცრად დასაგმობია" - პირველი დიპლომატის მოკლე კომენტარი ევროკავშირის დროშის ჩამოხსნაზე

გამოქვეყნდა:

მიუღებელია ყველაფერი, რაც გუშინ ვიხილეთ - ამ განცხადებას "მთავარ არხთან" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დახევასთან დაკავშირებით აკეთებს. 

ქვეყნის მთავარი დიპლომატი პროკრემლისტურ და პროპუტინული ჯგუფების მიერ  ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის ფაქტს გმობს, თუმცა დამატებით კომენტარს საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკულ განცხადებებთან დაკავშირებით, არ აკეთებს. 

"მიუღებელია ყველაფერი, რაც გუშინ ვიხილეთ, ეს ძალადობა და მკაცრად დასაგმობი არის. ვინც კი ჩაიდინა დანაშაული, ყველამ უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი, სამართალდამცავი სტრუქტურები იმოქმედებენ შესაბამისად",- ამბობს დავით ზალკალიანი.

 

 შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის დროშა პარლამენტის წინ რადიკალებმა და პროპუტინისტურმა ჯგუფებმა მას შემდეგ ჩამოხსნეს, რაც პოლიციამ ადგილიდან მედია და აქტივისტები გაიყვანა. დროშის ჩამოხსნას კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა ევროპარლამენტარებისა და უცხოელი დიპლომატების მხრიდან.

ამავე თემაზე:

ევროკავშირის დროშა კვლავ დაუბრუნდა პარლამენტის წინ თავის კუთვნილ ადგილს - ზალკალიანი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი