საქალაქოში პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულის სასამართლო მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე ბრალდებული გიორგი ხმალაძის სასამართლო მიმდინარეობს. სხდომას დისტანციურად ესწრება ბრალდებული და მისი უფლებადამცველი.

ტურისტი თბილისში 5 ივლისს დაჭრეს.

გიორგი ხმალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც მკვლელობის მცდელობას ხულიგნური ქვენა გრძნობით გულისხმობს.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულ გიორგი ხმალაძეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. შესაბამისად, მისი შერაცხადობის დადგენის მიზნით გამოძიების მიმდინარეობისას დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი