მედია ნამდვილად დაცულია, არ შეიძლება ერთი ფაქტის ინტერპრეტირება გლობალურად - ტიკარაძე 

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის აზრით, დღეს მედია დაცულია და თავისუფლად მუშაობა შეუძლია. მან ჟურნალისტებს მოუწოდა ორიენტირებულები იყვნენ პრობლემის აღმოფხვრაზე და არა მის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.

"რა თქმა უნდა, ეს არის სამარცხვინო ფაქტი, რომელიც არ უნდა იყოს წახალისებული და მნიშვნელოვანია, რომ მედია დღეს დაგვეხმაროს იმაში, რომ ქვეყნის რეპუტაცია აღდგეს და ჩვენ არ გავაღრმაოთ ის ბზარი საზოგადოებაში, რომელიც დღესდღეობით არსებობს. ჩვენი ხელისუფლების პერიოდში მედია ნამდვილად არის დაცული და ნამდვილად არის თავისუფალი. არ შეიძლება ერთი ფაქტის ინტერპრეტირება გლობალურად", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს არაერთი მედიის წარმომადგენელი დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით, თავს 53 ჟურნალისტს დაესხნენ, იგივე გუშინდელ აქციაზეც გაგრძელდა.

5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო პოლიციამ დღეს კიდევ 4 პირი, ჯამში კი 7 დააკავა. მათ შორის ორმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა "მთავარი არხის" ოპერატორს მიაყენა. პოლიციაში დაზარალებული ჟურნალისტების გამოკითხვები დღესაც გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი