ეს მოვლენები ღრმა იმედგაცრუებას იწვევს და ეს უკუსვლაა საქართველოსთვის - აცხადებს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, ჯეიმს აპატურაი თბილისში 5-6 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით.
აპატურაიმ კომენტარი "რადიო თავისუფლებასთან" გააკეთა:
"კატეგორიულად ვგმობ ამ კვირაში მომხდარ ძალადობას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ნატოს ნორმებსა და ღირებულებებს, მათ შორის, შეკრების თავისუფლებას, უმცირესობათა უფლებებსა და მედიის პატივისცემას. მრავალი წელია ვმუშაობ საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისი მისწრაფებების მხარდასაჭერად. ეს მოვლენები ღრმა იმედგაცრუებას იწვევს და ეს უკუსვლაა საქართველოსთვის“- ამბობს აპატურაი.
შეგახსენებთ, ჯეიმს აპატურაი რამდენიმე დღის წინ ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში.