რისი საშუალებაც იყო, პოლიციის გამოვიყვანეთ - გომელაური 5 ივნისის მოვლენებზე

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სიცრუეა, რომ 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების დროს სპეცრაზმი გამოყვანილი არ ჰყავდათ. მისივე განცხადებით, რისი საშუალებაც იყო გააკეთეს.

"საშუალება რისიც იყო, პოლიციელების, მაქსიმალურად, მთელი თბილისის მასშტაბით იყვნენ გაშლილები. სპეც⁠რაზმი იყო გამოყვანილი - 3 200 კაცი მუშაობდა. 3 ლოკაცია იყო თავიდან, მერე გახდა 8 და ბოლოს იყო 20 ლოკაცია. 3 200 ადამიანი რომ გავყოთ 20 ლოკაციაზე, დახლოებით 150 ადამიანი გამოვა ერთ ლოკაციაზე. 

ფიზიკურად არ არის საშუალება. საშუალება რისიც იყო გამოვიყვანეთ...მოძალადეებს, რისი საშუალებაც იყო ვაკავებდით", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

გომელაურმა თქვა, რომ სამწუხაროა რაც მოხდა და გმობს, მაგრამ პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს. ამ თემებზე მან მედიასთან სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციის შემდეგ ისაუბრა. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი