სავარაუდო სექსუალური სახის გარყვნილი ქმედება ბათუმში - ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცმა 10 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ხასიათის გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, სქესობრივი დანაშაულის შემთხვევაზე.
არასრულწლოვანი ერთ-ერთი საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარი იყო, ამჟამად კი ეს ფონდი სახელმწიფო ზრუნვის ქვეშაა.
ფონდის წარმომადგენლის ინფორმაციით, უკვე გამოიკითხა არასრულწლოვანი, ასევე სავარაუდო დამნაშავე. მამაკაცი ბავშვის ოჯახის ახლობელია.
ავტორი: თეა ვაშალომიძე