
ქურდობა სუპერმარკეტში - მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ობიექტიდან ორმა ახალგაზრდამ მარკეტის თანამშრომლებს მობილური ტელეფონი და ფული მოპარა.
როგორც ისინი "მთავარ არხთან" საუბარში ამბობენ, მაღაზიაში შესული ახალგაზრდები ერთ-ერთ ოთახში შეიპარნენ და ტელეფონი და თანხა აიღეს.
მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მაღაზიის თანამშრომლები დაკითხვაზე გადაიყვანეს. დაკავებული არავინაა.