"ევროპული საქართველოს" წევრი, ბესიკ დონაძე, კომისიის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევას ეხმაურება.
დონაძის თქმით, კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატები არიან ხელისუფლების მიმართ ლმობიერად განწყობილი ადამიანები, რომელთა გადაწყვეტილებები ოპოზიციის წინააღმდეგ იყო მიმართული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს.
"შერჩეული კანდიდატები, ორივე, როგორც კალანდარიშვილი, ისე სანტურიანი, არიან ჯავახიშვილის კლანის წარმომადგენლები, რომელთაც აძლიერებს სუს-ი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. სანტურიანი იყო, რომელმაც 2020 წლის არჩევნებზე ყველა საჩივარზე უარი დააწერინა საოლქო საარჩევნო კომისიებს, ის ამჟამად იურიდიული სამსახურის უფროსია და მისი გადაწყვეტილება იყო ოპოზიციის მოთხოვნებზე უარის თქმა. ბატონი კალანდარიშვილი იყო, რომელიც ამართლებდა ამ ყველაფერს და ამ ორ კანდიდატს ვერ ექნება საზოგადოების ნდობა, ამიტომ პრეზიდენტმა ხელოვნურად უნდა გამოაცხადოს კონკურსი, რათა შეარჩიონ ისეთი კანდიდატები, რომელთაც მაღალი საზოგადოებრივი ნდობა ექნებათ", - ამბობს ბესკიკ დონაძე.
ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე კომისიამ ორი კანდიდატი შეარჩია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტს გიორგი კალანდარიშვილი ან გიორგი სანტურიანი დაიკავებს.