აქცია პროკურატურასთან - დარბეული კარვების საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ მოძრაობა საქართველოსთვის წევრები - სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარვებში, უკვე რამდენიმე თვეა გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ, აცხადებენ, რომ რადიკალური დაჯგუფების სამიზნე მათი ლოკაცია მიზანმიმართულად გახდა.
5 ივლისს მარბიელმა რაზმებმა დედაქალაქში ძალადობა სწორედ პარლამენტის წინ გაშლილი კარვების დარბევით დაიწყეს.