ჯვარი გვწერია, თუ ჯანმრთელობა არ შემიშლის ხელს, პარლამენტში მივალ - გომელაური

გამოქვეყნდა:

ყველას ჯვარი გვწერია, ჯანმრთელობა თუ არ შემიშლის ხელს, აუცილებლად მივალ - აცხადებს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური საკანონმდებლო ორგანოში დაბარებასა და მისვლაზე:

“პარლამენტში, რა თქმა უნდა, როცა დამიბარებენ, პროცედურები ჩაინიშნება, მივალ. ყველას ჯვარი გვწერია, ჯანმრთელობა თუ არ შემიშლის ხელს, აუცილებლად მივალ. არაერთხელ მივსულვარ და არანაირი პრობლემა არ არის. პირიქით, ძალიან კარგი იქნება, რომ ზუსტად ავუხსნა, რა მოხდა და როგორ მოხდა” - ამბობს გომელაური. 

5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ, ოპოზიცია გომელაურის პარლამენტში მისვლას ითხოვს. ამას არც უმრავლესობა გამორიცხავს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი