"ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" მხარს არ დაუჭერს იმ ორ წარდგენილ კანდიდატს, გიორგი კალანდარიშვილსა და გიორგი სათურიანს", - ეს განცხადება პარტიის ერთ-ერთმა წევრმა აკაკი მინაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მინაშვილი ამბობს, ორივე კანდიდატი არის თამარ ჟვანიას და "ქართულ ოცნებას" წარმოადგენენ და ისინიც მონაწილეობდნენ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში.
"ძალიან სამწუხაროა, რომ გამართლდა ჩვენი ეჭვები და მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართული ოცნება" საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს გამოიყენებდა ფიქციისა და რეფორმის იმიტაციისთვის", - ამბობს მინაშვილი.
მისივე თქმით, "ამ ფაქტმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მანამ სანამ საქართველოს მართავს "ქართული ოცნება" ქვეყანაში ვერ გატარდება აუცილებელი და საჭირო ცვლილებები".
ამავე თემაზე: