"გაიქცა აივნის მიმართულებით და გადახტა" - შუალედური დასკვნა დიდუბის პოლიციაში მომხდარზე

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, თბილისის პოლიციის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს შენობიდან ლ.გ. გადმოხტომის ფაქტზე შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა.

დასკვნის მიხედვით, ლ.გ. პოლიციის შენობაში ყოფილ მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, დაახლოებით 20:50 საათზე საპირფარეშიში გავიდა, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ კი აივნისკენ გაიქცა და გადახტა:

დაახლოებით 20:50 საათზე, ლ.გ.-მ ითხოვა ნებართვა საპირფარეშოში გასასვლელად. ლ.გ. მშვიდი მოძრაობით დაშორდა მაგიდას, ხოლო რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, გაიქცა აივნის მიმართულებით და გადახტა აივნიდან. აღნიშნული დასტურდება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით, რომლებზეც სრულადაა აღბეჭდილი ლ.გ.-ს პოლიციის დაწესებულებაში გადაადგილება. ჩანაწერებში აღბეჭდილი სურათი თანხვედრაშია პოლიციის დაწესებულებაში მყოფი მოწმეების ჩვენებებთან", - ვკითხულობთ დასკვნაში.

სახელმწიფო ინსპქტორის სამსახურის ცნობით, გამოძიების დაწყებიდან დღემდე, ჩატარდა ათობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და ექსპერტიზის დასკვნები ამ ეტაპზე მიღებული არ არის.

ცნობისთვის, შემთხვევა, წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის შენობაში, დაახლოებით 3 კვირის წინ მოხდა - შემაკავებელი ორდერის გამოსაწერად მიყვანილი პირი, მესამე სართულიდან გადავარდა, ის ამ დრომდე უმძიმეს, მდგომარეობაში კლინიკაში რჩება.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი