სუს-მა ღარიბაშვილის გარემოცვის შესწავლა დაიწყო | რა ხდება "ოცნების" კულუარებში

გამოქვეყნდა:

მოუწევს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს ისევ ჩამოქვეითება. მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელს შესაძლოა მალე მართვის სადავეები ჩამოართვან და პრემიერის პოსტი დაატოვებინონ. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მმართველ გუნდში დიდი საკანდო გადაადგილება მზარდდება. მთავარი სამიზნე ირაკლი ღარიბაშვილია, რომელმაც ამჯერად ოლიგაქრის იმედები ვერ გაამართლა. 

"ოცნების" ძირეულ ცვლილებებას ბიძინა ივანიშვილი უახლოეს მომავალში გეგმავს და არჩევნებისთვის ქვეყანას რადიკალი ღარიბაშვილისგან მკვეთრად განსხვავებული პრემიერი ეყოლება. მთავრობის მეთაურის პოსტისთვის კახა კუჭავას ამზადებენ, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების სიმპათიის სარგებლობს.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ღარიბაშვილს შესაძლოა თანამდებობასთან დამშვიდობება მოუწიოს, სწორედ სტრატეგიული პარტნიორების მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებაა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ღარიბაშვილის გარემოცვის შესწავლა უკვე დაიწყო. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი