ბათუმში, ახალგაზრდა კაცმა ერთ პირს სცემა, მეორე ცივი იარაღით დაჭრა

გამოქვეყნდა:

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მომხდარი დაჭრის საქმე გახსნილია, ბრალდებული დაკავებული.

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული ზ.კ. დააკავეს, რომელსაც ძალადობასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებაში ედება ბრალი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 ივლისს, ბათუმში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1967 წელს დაბადებულ ს.ა.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო იმავე ტერიტორიაზე მყოფი 1986 წელს დაბადებული გ.შ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ ზ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში - ცხელ კვალზე დააკავა" ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება სსკ-ის 126-ე და 118-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი