ზაზა გახელაძის გატაცებიდან 1 წელი გავიდა. უკვე ერთი წელია საქართველოს მოქალაქე ოკუპანტების ტყვეობაშია და "სასჯელს" ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის და "მკვლელობის მცდელობისთვის" იხდის.

საქართველოს ხელისუფლება 1 წელია უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ოჯახს, მშობლებს და ცოლ-შვილს გახელაძის გათავისუფლების პირდება, თუმცა უშედეგოდ.

გახელაძეებმა რამდენჯერმე მისცეს ვადა ხელისუფლებას, გამართეს საპროტესტო აქცია, დედამ, ნანა ბუნტურმა თვითმკვლელობა სცადა, მამამ - მიხეილ გახელაძემ კი საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა, თუმცა პატრიარქის თხოვნით გადაიფიქრა და კიდევ მისცა ხელისუფლებას მისი შვილის უკან დასაბრუნებლად ერთ თვიანი ვადა, რომელიც 23 ივლისს იწურება.

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, კონკრეტულად კი, სხვილოს ციხესთან მდებარე ველიდან გაიტაცეს, გატაცებამდე კი დაჭრეს.

საოკუპაციო რეჟიმმა მას 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი