"საკრედიტო შენატანების პერიოდი 3 თვით კიდევ უნდა გადავადდეს" - ნიკა მელია ინიციატივა მთავრობას

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას წინადადებით მიმართავს. ნიკა მელია მთავრობას საკრედიტო ვალდებულებების კიდევ სამი თვით გადავადებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, ეკონომიკა ქვეყანაში ჯერ ისევ გაჩერებულია და შესაბამისად, მოქალაქეებს საბანკო ვალდებულებების გადახდის საშუალება ვერ ექნებათ. 

ძალიან მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო. მნიშვნელოვანს ყველასთვის. მე ვფიქრობ, ყოველი ათი მოქალაქიდან შვიდ მოქალაქეს ეხება ის საკითხი, რომელზეც მე მინდა ახლა ვისაუბრო. სამი თვით იყო დაწესებული საშეღავათო პერიოდი საკრედიტო შენატანებზე, ანუ მოქალაქეებს კრიზისი მძვინვარებისას ჩვენ ვუთხარით, რომ მოქალაქეებო, სამსახურში ადგილები ჩვენ დაგაკარგვინეთ, ეკონომიკა გავაჩერეთ, ლუკმა-პური თქვენ აღარ გაქვთ, ვერაფრით ვერ გეხმარებით და ამიტომ, კარგი ხალხი ვართ ხელისუფლებაში და სამი თვით გეუბნებით, რომ ბანკში არ მიხვიდეთ, ანუ თქვენი ვალის მომსახურეობისთვის არ დაგჭირდებათ ნერვიულობა. ეს სამი თვე იწურება, ძვირფასო ბიძინა ივანიშვილო, ძირფასო მილიარდერო, ოლიგარქო, ივნისის დასაწყისში და ყველა მოქალაქეს და სავალუტო ფონდის მონაცემებით, ათი მოქალაქიდან შვიდს აქვს ბანკის ვალი, ექმნება ვალდებულება გადაიხადოს უკვე პროცენტი და როგორ? ისმის კითხვა. სამუშაო ადგილები აღადგინეთ? მომსახურების  სექტორი ყვავის? ყველაფერი გაჩერებულია, როგორც არასდროს. 

ამიტომ, ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა და აქ ერთსულოვანი იქნება ყველა, მიუხედავად იმისა, ამ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია, თუ იმ პოლიტიკური პარტიის. "ქართული ოცნების" მხარდამჭერებიც დამეთანხმებიან. უნდა გადავადდეს კიდევ სამი თვით საკრედიტო შენატანების პერიოდი, ანუ ხალხს არ უნდა შევატანინოთ მთლიანი თანხა, როგორც ძირი, ასევე, მასზე დაკისრებული პროცენტი. 

ბოლოს, მინდა მნიშვნელოვანი დეტალი შევახსენო მოსახლეობას. საერთაშორისო პარტნიორების, ასევე საერთაშორისო ფინანსური და საკრედიტო ორგანიზაციების დახმარებით ჩვენ მოვიზიდეთ მილიარდნახევარი დოლარი საბანკო სექტორისთვის და მაპატიეთ, ეს მილიარდნახევარი დოლარი საბანკო სექტორისთის იმას გულისხმობს, რომ ხალხს არ უნდა დავეხმაროთ? ამიტომ სამი თვით უნდა გადავადდეს საკრედიტო შენატანების ვალდებულება და ეს უნდა განცხადების სახით გააკეთოს ან ბიძინა ივანიშვიოლმა, ან ბატონმა გახარიამ, - განაცხადა ნიკა მელიამ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი