"თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ხელისუფლებას მედიასთან ბრძოლა ცუდად შემოუბრუნდება. მისი თქმით, ეს წინასწარ წაგებული ომია.
"მედიასთან ბრძოლა ცუდად შემოუბრუნდება ხელისუფლებას და საპატრიარქოსაც. ვერც გაიაზრეს ისე დაიწყეს წინასწარ წაგებული ომი.
დაგმარხავენ თქვე საცოდავებო. დროზე მოაშთეთ ეს შავბნელი ღარიბაშვილი!", - წერს გიორგი თაბაგარი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დღევანდელი მთავრობის სხდომის შემდეგ გადადგომას არ აპირებს. მან ჟურნალისტებზე ძალადობა და თავდასხმები "ნაციონალურ მოძრაობასა" და რადიკალურ ოპოზიციას დააბრალა. ის კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა კრიტიკულ მდიას და თქვა, რომ "მთავარი" "ტვ პირველი" და "ფორმულა" მესამე პრეზიდენტის მიერ იმართება. ამავე თემაზე: