ყველამ კარგად იცის ვინ აფინანსებს კრემლის დეზინფორმაციას საქართველოში, ვინ იხდის ამაში ფულს- დეგნანი

გამოქვეყნდა:

ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ ყველამ კარგად იცის ვინ აფინანსებს კრემლის დეზინფორმაციას საქართველოში და ვინ იხდის ამაში ფულს. ის მის და ზოგადად საელჩოს მიმართ რუსეთთან აფელიურებული ძალების შეფასებებს გამოეხმაურა.

"ყველამ იცის ვინ აფინანსებს კრემლის ამ ტიპის დეზინფორმაციებს, ხალხი ვისაც ძალადობის დანერგვა და არასტაბილურობის შექმნა სურთ კრემლის საქმის კეთებით არიან დაკავებული, რათა გამოიწვიონ უთანხმოება და არასტაბილურობა საქართველოში. 

ვფიქრობ, ქართველები საკმარისად გონიერები არიან, რომ მიხვდნენ თუ კონკრეტულად ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ვინ იხდის ამაში ფულს", - თქვა კელი დეგნანმა. 

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი