საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, Facebook-ზე წერს, რომ პოლიციელი, რომელიც გუშინ, "ქართული ოცნების" ოფისთან ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას დაუპირისპირდა, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს პოლიციიდან "ნარკოტიკების სისტემატური მოხმარების" გამო გაათავისუფლეს, "ოცნების" ხელისუფლებამ კი ის სისტემაში დააბრუნა.
"ეს ტიპაჟი, ჩვენ დროს გააგდეს პოლიციიდან, "ნარკოტიკების სისტემატიური მოხმარების" გამო და ამათმა დააბრუნეს. ეს არის მათი პოლიციის სახე, მსოფლიოში არ არსებობს რეჟიმი, რომელმაც შეიძლება ასეთი პოლიციელების მეშვეობით გაძლოს.
ახლა უნდათ, ერთი კარგი მიწოლა და აორთქლდებიან, როგორც შარშანდელი თოვლი",- წერს მიხეილ სააკაშვილი.
გუშინ 11 ივლისს "ქართული ოცნების" ოფისთან პოლიციელსა და ენმ-ის თავმჯდომარეს ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.
ნიკა მელიამ სამარღანიშვილს ნარკოლოგიური შემოწმება შესთავაზ, რაზეც პოლიციელი გაღიზიანდა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და აგინა.