რა ჯანდაბა უნდა ევროკავშირის დროშას საქართველოს მთავრობის პრესკონფერენციაზე? - ილვესი

გამოქვეყნდა:

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თოომას ჰენდრიკ ილვესი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტების პროტესტს გამოეხმაურა. ადმინისტრაციის ბრიფინგზე ევროკავშირის დროშაც ჩანდა.

"რა ჯანდაბა უნდა ევროკავშირის დროშას – დემოკრატიის, ადამიანის უფლებისა და კანონის უზენაესობის სიმბოლოს – საქართველოს მთავრობის პრესკონფერენციაზე? ვერც ახლა და არც მომავალში, ვერ მოხვდებით [ევროკავშირში] ჩვენი სიმბოლოების მითვისებით", - დაწერა მან Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ 13 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს სიტყვა შეაწყვეტინეს და უთხრეს, რომ არავის აქვს იქ დგომის მორალური უფლება. ისინი კამერების წინ დადგნენ ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს და დაიჭირეს ბანერები წარწერით "გადადღეს ღარიბაშვილის, დაისაჯონ დამნაშავეები".

ცნობისთვის, ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა სასტიკად სცემეს, მას რამდენიმე პირი იმ დროს გაუსწორდა, როცა სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. ლაშქარავას ჩამტვრეული ჰქონდა სახის ძვლები და ოპერაცია დასჭრიდა. 11 ივლისს დილით ის საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი