მიხარია ზაზა გახელაძის ოჯახში დაბრუნება, უკანონო დაკავებები დაუშვებელია - ჰარცელი

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის სახლში დაბრუნებას ეხმაურება და წერს, რომ მიი ოჯახში დაბრუნება უხარია.

"მიხარია რომ ზაზა გახელაძე დღეს ოჯახში ბრუნდება. დაუშვებელი უკანონო დაკავებები.

მიხარია, რომ ევროკავშირმა ევროკავიშირის წარმომადგენლობის ცხელი ხაზისა და IPRM შეხვედრების საშუალებით ხელი შეუწყო ამ დადებით შედეგს", - წერს კარლ ჰარცელი. 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე ე.წ. პრეზიდენტმა ბიბილოვმა 14 ივლისს შეიწყალა. ის სახლში გუშინვე დაბრუნდა. გახელაძემ ცხინვალის ციხეში ერთი წელი გაატარა.

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, კონკრეტულად კი, სხვილოს ციხესთან მდებარე ველიდან გაიტაცეს, გატაცებამდე კი დაჭრეს. საოკუპაციო რეჟიმმა მას 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი