სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარ ანნა ფოტიგას შენიშვნას აძლევს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე გააზიარა ევროპარლამენტარის, ანნა ფოტიგას ტვიტი, რომელშიც ეს უკანასკნელი ზურაბიშვილის მიერ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მიესალმებოდა. 

პრეზიდენტის ტვიტში ვკითხულობთ, რომ მას პოლიტპატიმრები არ შეუწყალებია, რადგან ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს. ზურაბიშვილი საქართველოსთან დაკავშირებული სიტუაციის კომენტირებისას საზოგადოებას ამ ფაქტის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს. 

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა 8 მარტის შეხვედრის შედეგების შესრულებისკენ, მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი