ყოველგვარი მიჯნა წაშალეთ პარტიებსა და მედიას შორის - სარჯველაძე "ოცნების" ბოიკოტზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" წევრები კრიტკული მედიის კითხვებს კვლავ არ პასუხობენ. მიზეზად დეპუტატები ამბობენ, რომ მედიის წარმომადგენლები პოლიტიკურ საქმიანობაში არიან ჩართული. ხელისუფლებამ 4 ოპოზიციურ არხს ბოიკოტი დღეს გამოუცხადა.

"სულ წაშალეთ ყოველგვარი ზღვარი და მიჯნა პოლიტიკურ პარტიებსა და ტელევიზიებს შორის.  ნახეთ თქვენ თვითონ რანაირად იქცეოდით აქ...ხელს მიშლით.... დააზიანებთ ადამიანს და ამასაც მე დამაბრალებთ",- თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

ჟურნალისტების კითხვებს არც დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ "მთავარმა" "ფორმულამ" "ტვ პირველმა" და "კავკასიამ" მაუწყებლობა ბოიკოტის ნიშნად 14 ივლისს 24 საათით შეაჩერეს. ჟურნალისტების მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა დამნაშავე!

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი