წახალისებული და დაუსჯელი ძალადობის კიდევ ერთი უმძიმესი შედეგი - რუსთავში 27 წლის გიორგი აბულაძე მოკლეს.
მას მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა.
დაჭრილია მისი მეგობარი, 26 წლის ბიჭი. მას კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა მძიმეა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ-ერთს ქოლგა ჰქონდა, მეორე გრძელი თმა, რაც ადგილობრივების ინფორმაციით, ჯერ იყო სიტყვიერი შელაპარაკება, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა.
შემთხვევა თოდრიას ქუჩაზე 14 ივლისს, გამთენიისას მოხდა
შსს-მ დააკავა 2 ბრალდებული - 2001 წელს დაბადებული ნ.დ. და 1986 წელს დაბადებული გ.ჩ.
გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე, 19-109-ე მუხლებითა და 376-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ნ.დ.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა, გ.ჩ.-ს კი- განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.დ.-მ ქალაქ რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა 1994 წელს დაბადებული გ.ბ. და ამავე წელს დაბადებული გ.ა., რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან - გ.ჩ.-სთან ერთად მიიმალა. დაჭრილი გ.ა.
საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო გ.ბ.-ს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
გ.ჩ.-მ მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა" - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.