სანქციების ზღვარზე - გაფრთხილებების ახალი ტალღა დასავლეთიდან

გამოქვეყნდა:

დასავლური დიპლომატია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ახალ ფრონტს ქმნის. ევროკავშირის და შეერთებული შტატების ელჩები, დიპლომატები და უწყებები ზედიზედ აქვეყნებენ განცხადებებს, რომლებიც ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის საბოლოო განაჩენის ტოლფასია.

ევროკავშირის დროშის ორჯერ ჩამოხსნა, დახევა და დაწვა არ რჩება ბრიუსელის რეაგირების გარეშე.

თბილისის ქუჩებში სისხლიანი დანაშაულის შემდეგ ვაშინგტონი მკაფიოდ ამბობს, რომ შემდეგი ნაბიჯი სანქციებია. შარლ მიშელის შეთანხმების ჩაგდების ფაქტი უკვე საჯაროდ აღიარებულია და დასავლეთი ამ ქმედებაში პირდაპირ ადანაშაულებს სწორედ ქართულ ოცნებას. 

სახელმწიფო დეპარტამენტში კონკრეტული მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებას აქტიურად განიხილავენ. ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა აღარ დამალა,რომ ამერიკა ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესს და სანქცია არის ერთ-ერთი მექანიზმი, რაც განიხილება.

ქართველი ჟურნალისტი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგების ოთახში ნედ პრაისს კითხვას უსვამს, დემნა დევდარიანია.

დემნა პრესკონფერენციაზე ლექსოს ფოტოთი მივიდა და დაინტერესდა, რას ფიქრობს სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველი ოპერატორის გარდაცვალებაზე.

დემნა არ გამორიცხავს,რომ პრესკონფერენციაზე ის კონკრეტული მიზნით მიიწვიეს და ნედ პრაისს საქართველოზე განცხადების გაკეთება თავად სურდა.

ამავე თემაზე:




 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი