გახელაძემდე ერთი დღით ადრე, საქარველოს მოქალაქის მკვლელობისთვის ბრალდებული გობოზოვი გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვმა შესაბამის უწყებებს დაავალა, რომ მოემზადებინათ ვადიმ გობოზოვის ზაზა გახელაძეში გაცვლის საკითხი. არსებული ცნობით, გობოზოვი გახელაძის გათავისუფლებიდან ერთი დღით ადრე უკვე ცხინვალის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. 

გობოზოვი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 15 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქის განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, მის თვალწინ ასა მუზაშვილმა გობოზოვის მამა მოკლა, რაზეც გობოზოვმა შური იძია. გობოზოვის უფლებადამცველი ამბობს, რომ პატიმარი საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ "გაცვლის" ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ. 

ზაზა გახელაძემ ცხინვალის საპყრობილე 14 ივლისს, 1 წლიანი ტყვეობის შემდეგ დატოვა.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი