"ალტ-ინფო" აცხადებს, რომ მათი ყველა წევრი განყოფილებაში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

"ალტ ინფო" აცხადებს, რომ მათი ყველა წევრი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი და ყველას ბინაში ჩხრეკა ჩატარდა. თავად ჰომოფობიური, ძალადობრივი და პრორუსული არხის წამყვანი მიიჩნევს, რომ ამის ერთადერთი მიზეზი "დასავლეთის შეკვეთაა".

"ვიცით ის, რომ "ალტ ინფოს" ყველა წევრი გადაყვანილია განყოფილებაში, ჩატარდა ყველა წევრის ბინის ჩხრეკა, ჩამოვთვლი სახელებს და გვარებს: შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ზურა მახარაძე, ირაკლი ყიზილაშვილი, კოკა მორგოშია. მათი ბინის ჩხრეკა ჩატარდა რამდენიმე საათის წინ, დილით, ამის შემდეგ ისინი გადაყვანილები არიან განყოფილებაში. ჩვენ არ ვიცით ეს რა პროცედურაა", - ნათქვამია არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

წამყვანის თქმით, "ალტ-ინფოს" წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე უკვე მეორედ დაიბარეს. მისი აზრით, "ალტ ინფო" "ლიბერალურ რეპრესიას" განიცდის. 

წამყვანი ამბობს, რომ აქვთ მოლოდინი სამართალდამცავები ოფისშიც მივიდნენ. 

ცნობისთვის, 16 ივლისს დილიდან სამართალდამცავებმა რამდენიმე სახლი გაჩხრიკეს. გამოკითხვაზე გადაყვანილები არიან მამა-შვილი ფალავანდიშვილები და "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურა მახარაძე. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი