"ჟურნალისტმა პუტინისტი უწოდა და დაარტყა, ყველა ამას ვერ ითმენს" | გურამ ფალავანდიშვილმა სამმართველო დატოვა

გამოქვეყნდა:

ძალადობრივი რადიკალური ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გურამ ფალავანდიშვილმა პოლიციის სამმართველო დატოვა. 

როგორც შენობიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან თქვა, პოლიციამ მისი სახლიდან ტელეფონები ამოიღო, სადაც იყო მიმოწერები და მოწოდებები აქციაზე გასვლასთან დაკავშირებით. 

მიმოწერა იყო გამოდი, შევიკრიბოთ, შეკრების მოწოდებები... აშშ-ის მიზანია ერთი პირის დიქტატურა დამყარდეს. ჟურნალისტებს ხელით არ შევხებივარ, არც ვაპირებ და არც არავის მოვუწოდებ... ჟურნალისტმა პუტინისტი უწოდა და დაარტყა. ყველა ამას ვერ ითმენს. ხალხს ნუ გაამწარებთ, - ამბობს ფალავანდიშვილი.

ცნობისთვის, 16 ივლისს დილიდან სამართალდამცავებმა რამდენიმე სახლი გაჩხრიკეს. გამოკითხვაზე გადაიყვანეს მამა-შვილი ფალავანდიშვილებ და "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურა მახარაძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი