არ წარმოადგენენ არც მედიასაშუალებას და არც ჟურნალისტებს - მდინარაძე კრიტიკულ მედიაზე

გამოქვეყნდა:

შესაბამისი იქნება ურთიერთობაც!​ - პრემიერმინისტრის შემდეგ, კრიტიკულ მედიასთან ბოიკოტის ხაზს, ამ განცხადებით, უკვე, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე განაგრძობს.  

 მდინარაძე Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და წერს,რომ დაუშვებელია, მედიასაშუალებად განიხილო ის ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც "თავად აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს".

  1. დაუშვებელია ჟურნალისტები და მედიასაშუალებები რაიმე ფორმით გამიჯნო ერთმანეთისგან.
  2. ამავდროულად, დაუშვებელია ჟურნალისტად ან მედიასაშუალებად განიხილო ის ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც თავად აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს და თავად დგამს პოლიტიკურ პერფომანსებს.
  3. შესაბამისად, ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით:

მედიასაშუალებები, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) აქტივობებით, ვიდრე არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას, არ წარმოადგენენ არც მედიასაშუალებას და არც ჟურნალისტებს - შესაბამისი იქნება ურთიერთობაც!" - წერს მამუკა მდინარაძე.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჯარის ქალაქის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და იქ მხოლოდ  საზოგადოებრივი მაუწყებელი, "იმედი", "რუსთავი 2" და "პოსტ ტვ" მიიწვია. ამის შემდეგ კი  პრემიერის პრესსამსახურმა გააავრცელა ინფორმაცია, რომ :ღარიბაშვილი თვლის, რომ „მთავარმა არხმა", „ტვ პირველმა" და „ფორმულამ" გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი

ასევე, მედიაკორპუსი 6 საათზე აქციას მართავს რუსთაველის გამზირზე. მთავარი მოთხოვნაა, რომ კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც 5 ივნისს მედიის 53 წარმომადგენელს თავს დაესხნენ, ასევე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგეს პრემიერმინისტრის და ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი