საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა. პოლიციის კორდონი პარლამენტის სამივე შესასვლელთან ჩადგა.
უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული პარლამენტის შიგნითაც. აკრედიტებულმა ჟურნალისტებმა, რომლებიც შენობაში იმყოფებიან, შესვლისას მკაცრი შემოწმება გაიარეს.
5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს 12:00 საათზე პარლამენტში შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ელოდებიან.
სხდომის პარალელურად პარლამენტთან აქციას გამართავენ მედიის წარმომადგენლები.