"ქართული ოცნების" დეპუტატები ფიქრობენ, რომ პარლამენტში სხდომა, სადაც შს მინისტრს მოუსმენენ, არ უნდა გაგრძელდეს. განცხადება მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გააკეთა და თქვა, რომ ის "მისი თანაგუნდელების" სახელით საუბრობდა.
მდინარაძემ, სხდომის გადადებაზე პასუხისმგებლობა ჟურნალისტებს დააკისრა და თქვა, რომ სანამ "ისინი პოლიტიკურ საქმიანობაში არიან ჩართული", სხდომა ვერ გაგრძელდება.
"ბატონო თავმჯდომარემ, ზუსტად ვიცი, ჩვენი თანაგუნდელების აზრი და მათი სახელით ვსაუბრობ, წარმოუდგენელია, ამ კამპანიის ფონზე, როდესაც ჟურნალისტი კონკრეტულ ადგილზე დგას, იმის გასაშუქებლად, რაც ხდება, ის ამავდროულად ჩართულია პოლიტიკურ აქტიურობაში, პრეცედენტია ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ფორმალურ მხარესაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. როცა ჟურნალისტი ჩართულია პოლიტიკურ აქტიურობაში, თან ძალიან ამორალურ პოლიტიკურ აქტიურობაში, სანამ ეს არ მოხდება, სხდომა ჩვენი აზრით, არ უნდა გაგრძელდეს",- თქვა მდინარაძემ.
სხდომის გადადების ინიციატივით ცოტა ხნის წინ კახა კუჭავა გამოვიდა.
ვახტანგ გომელაურს დღეს ოპოზიცია და ჟურნალისტები საპროტესტო პერფორმანსით დახვდნენ. ამის შემდეგ ვითარება დაიძაბა და დარბაზიდან ოპოზიცია გამოაძევეს.