"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გომელაურის მოსასმენად აღარ დაბრუნდება.
პარტიის ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს უკვე დაუსვა კითხვები და მისთვის ცხადი გახდა, რომ ის კონკრეტული პასუხების გაცემას არ აპირებს.
უცნობია, შეუერთდებიან თუ არა ენმ-ს გადაწყვეტილებას სხვა ოპოზიციური პარტიები.
"ჩვენ აღარ შევდივართ დარბაზში, მე კითხვები დავუსვი გომელაურს და აღარ მაინტერესებს. ფაქტია, რომ ის არ აპირებს კონკრეტული ინფორმაციის მიცემას",- ამბობს ხატია დეკანოიძე.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში შს მინისტრის მოსმენა ხმაურისა და დაპირისპირების გამო ვერ დაიწყო.
გომელაურს ჟურნალისტები და ოპოზიცია საპროტესტო პერფორმანსით დახვდა. "ქართული ოცნება" ჟურნალისტებს ულტიმატუმს უყენებს, ჩამოხსნან ბანერი და სხდომა გაგრძელდება.