ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ შსს განცხადებას და ვიდეომასალას ავრცელებს.
შსს-ს განცხადების თანახმად, ინციდენტის დროს სამართალდამცავებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოძიება სსკ-ის 353 მუხლითაა დაწყებული, რაც პოლიციის თანამშრომლის მიმართ წინააღმდეგობას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.
პოლიცია ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს, წარსულში ძარცვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ი.ჯ-ს ეძებს.