ჩამოქცეული, დანგრეული, გაუქმებული, ქართული სახელმწიფო - "ლელო" ჩაშლილ სხდომაზე

გამოქვეყნდა:

"ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ გამოავლინა საკუთარი თავი - ამ განცხადებით საგანგებო ბრიფინგზე ფრაქცია "ლელო -პარტნიორობა საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას გადაწყვეტილებას, დაესრულებინა გომელაურის მოსმენა რიგგარეშე სხდომაზე. 

ხაზარაძის თქმით, სხდომის ჩაშლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანა არ იმართება დემოკრატიული სტანდარტებით. 

"ბანერი, რომელიც დღეს ჟურნალისტებმა გადმოფინეს პარლამენტში, გახდა მიზეზი სხდომის გაჩერების. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ ქვეყანაში, ამ პარლამენტში ეშინიათ თავისუფალი სიტყვის, პოლიტიკური განცხადებების და მწვავე კითხვების მოსმენის",- თქვა მამუკა ხაზარაძემ

პარტიის წევრები აღნიშნავენ, რომ " ქართული ოცნების" ულტიმატუმი ჟურნალისტებს ადასტურებს, რომ ქვეყანას უპასუხისმგებლო ხელისუფლება ჰყავს და " ქვეყნის მართვის რესურსი ამოწურა". 

"ჩამოქცეული, დანგრეული, გაუქმებული, ქართული სახელმწიფო, აი ეს ვნახეთ დღეს ჩვენ",- ასე აფასებს ჩაშლილ სხდომას პარტიის კიდევ ერთი წევრი, სალომე სამადაშვილი.

პოლიტიკოსი პროცესიდან გამოსავალს გარდამტეხ პოლიტიკურ ცვლილებებში ხედავს. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში რიგგარეშე სხდომა, სადაც შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას გადაწყვეტილებით სხდომა გადაიდო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი