ღარიბაშვილს სიცრუეში კინზინგერიც ამხელს: "საქართველოს მთავრობა აშკარად არღვევს შეთანხმებას"

გამოქვეყნდა:

იან კელის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილს სიცრუეში ამხელს კონგრესმენი ადამ კინზიგერიც.

კინზიგერი Twitter-ზე წერს, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ხშირად იყვნენ კრიტიკულები. მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება შეთანხმებას არღვევს.

"ეს სრულიად სიცრუეა. ჩვენ ხშირად ვიყავით კრიტიკულები. როგორც ჩანს, პროგრესი იკლებს საქართველოს მთავრობა კი აშკარად არღვევს შეთანხმებას",- წერს ადამ კინზიგერი.

დასავლეთიდან წამოსული კრიტიკის პასუხად, ირაკლი ღარიბაშვილი პარტნიორებსაც წინა ხელისუფლების პერიოდს ახსენებს და ამბობს, რომ 2012 წლამდე ასეთი კრიტიკა არ მოუსმენია.

ღარიბაშვილის განცხადებას "ტყუილი" უწოდა საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა იან კელიმაც.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი