მოვითხოვთ ამ ადამიანების უფლებამოსილების შეწყვეტას - თინა ბოკუჩავა მოძალადე დეპუტატებზე

გამოქვეყნდა:

მოვითხოვთ ამ ადამიანების უფლებამოსილების შეწყვეტას, - ამის შესახებ ენმ-ის წევრი თინა ბოკუჩავა "მთავარი არხის" ეთერში საუბრობს. 

ვაპირებთ მივმართოთ ეთიკის საბჭოს. მე ვფიქრობ, რომ ამას სხვა პარლამენტარებიც შემოუერთდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია ქალ დეპუტატებს შორის სოლიდარობა არსებობდეს და მოვითხოვოთ ამ ადამიანების უფლებამოსილების შეწყვეტა. მსგავსი მოძალადეების პარლამენტის დარბაზში თარეში მხოლოდ და მხოლოდ ახალისებს იმ ძალადობას, რომელსაც შემდეგ ასევე "ქართული ოცნების" დაკვეთით და დავალებით ასრულებენ ის მოძალადეები, რომლებმაც იმსხვერპლეს ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე, - ამბობს თინა ბოკუჩავა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი