დარღვეული შეთანხმება, 5-6 ივლისის მოვლენები - შარლ მიშელი ოპოზიციასთან შეხვედრას იწყებს

გამოქვეყნდა:

ბათუმში იწყება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა. ხელისულფების ოპონენტების მთავარი გზავნილები 5-6 ივლისს მოვლენებს, 19 აპრილის შეთანხმების დარღვევას, მედიის პროტესტსა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მომავალს შეეხება. 

ოპოზიციის წარმომადგენლებმა მედიასთან თქვეს, რომ მიშელს ჟურნალისტების სათქმელსაც გადასცემენ. 

"მიშელთან შეხვედრაზე ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები, პირველ რიგში ეს შეეხება 19 აპრილის შეთანხმების დარღვევას, და მეორე რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი. დემოკრატიული უკუსვლა, ძალიან აშკარაა უკვე, რომ საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. 

თავდასხმა ჟურნალისტებზე, თავდასხმა უმცირესობაზე, მათ შორის უპასუხისმგებლობა შს სამინისტრო და პრემიერმინისტრის მხრიდან, ეს იქნება ჩვენი ძირითადი გზავნილები", - თქვა ენმ-ს წევრმა, ხატია დეკანოიძემ. 

დეპუტატ, სალომე სამადაშვილის თქმით, მათი პოზიციაა, რომ ეს ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს და ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა 19 აპრილის შეთანხმების შესრულებაა.

ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს.

ცნობისთვის, შარლ მიშელი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში გუშინ, 18 ივლისს ჩამოვიდა. ის ბათუმის მე-17 საერათაშორისო კონფერენციაში "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება დღის მეორე ნახევარში გაიმართება, მასში მონაწილეობას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებენ მონაწილეობას.

საღამოს ლიდერთა შეხვედრაა დაგეგმილი - ღონისძიებას პრეზიდენტის მოწვევით მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებიც დაესწრებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი