არ უნდოდათ დიპლომატიური სკანდალი - ადვოკატი უკრაინელი მეზღვაურების საქმეზე

გამოქვეყნდა:

უკრაინელი მეზღვაურების საქმის ადვოკატი, ბექა ბასილაიას თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ისინი დიპლომატიური სკანდალის თავიდან ასარიდებლად შეიწყალა. როგორც ბასილაია განმარტავს, 19 ივლისს საქართველოში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩამოდის, მისი შეფასებით სწორედ ამას უკავშირდება, უკრაინელი მეზღვაურების შეწყალება.

ბექა ბასილაი ასევე ამბობს, რომ სამი დაკავებულიდან ორს, მოსთხოვეს რომ შეწყალების თხოვნა დაეწერათ, თუმცა ორივე მათგანმა უარი განაცხადა. შეწყალება მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრს არ შესთავაზეს.

"5 დღის წინ ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთი სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო და სრულიად უდანაშაულო ადამიანები 4 წლით გამოამწყვდია ციხეში.

ციხის ადმინისტრაციამ იური ხომიჩისა და ვლოდივერ დიაჩენკოსგან მოითხოვეს, რომ მათ დაეწერათ შეწყალების თხოვნა პრეზიდენტის სახელზე, რაზეც მიიღეს უარი. აქაც იყო სეგრეგაციული მიდგომა, მიხეილ ბატურინისთვის შეწყალება არ შეუთავაზებიათ.

19-ში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი იგეგმებოდა საქართველში და არ უნდოდათ გახვეულიყვნენ დიპლომატიურ სკანდალში",- ამბობს ბექა ბასილაიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელი მეზღვაურების საქმეზე დაკავებული სამივე პირი შეიწყალა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, მიხეილ ბატურინი და უკრაინის ორი მოქალაქე-იური ხომიჩი და ვლადიმერ დიაჩენკო, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვრის უკანონო, ჯგუფური გადაკვეთის ბრალდებით 2020 წლის 28 ნოემბერს დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი