ამ კაცმაცუნას საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა არის ევროპული ღირებულებები - თაბაგარი ღარიბაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ამ კაცმაცუნას საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა არის ევროპული ღირებულებები" - წერს "თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით. 

მისი თქმით, ერთადერთი განაცხადი, რასაც ღარიბაშვილი უნდა ამზადებდეს, გადადგომის შესახებ განცხადებაა.

"ირაკლი ღარიბაშვილი ურცხვად აცხადებს, რომ მისი მთავრობა 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადისთვის ემზადება. ამ კაცმაცუნას საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა არის ევროპული ღირებულებები და რაში მდგომარეობს ევროკავშირის იდეა! ერთადერთი განაცხადი, რასაც ღარიბაშვილი ახლა უნდა ამზადებდეს, არის გადადგომის შესახებ განცხადება!" - წერს გიორგი თაბაგარი.

ცნობისთვის, "მთავარმა არხმა" პროტესტის ნიშნად კონფერენციისდან ღარიბაშვილის გამოსვლა არ გააშუქა, ამის ნაცვლად შავ ფონზე იყო წარაწერა - "აქ უნდა ყოფილიყო საქართველოს პრემიერმინისტრის გამოსვლა". პრემიერს დღეს მედიის წარმომადგენლება სამჯერ ჰკითხეს, როდის გადადგებოდა და აიღებდა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ყველა ჯერზე ღარიბაშილმა კითხვა უპასუხოდ დატოვა, ბოლოს კი ჟურნალისტს თვითონ ჰკითხა "როდის გადადგებით".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი