ქართველი ჩოგბურთელი, ოქსანა კალაშნიკოვა აპირებს, რომ საერთაშორისო სპორტულ არბიტრაჟს მიმართოს. სპორტსმენი წერს, რომ სამართალი სამშობლოში ვერ იპოვა.
გადავწყვიტე ვცადო და საჩივარი შევიტანო საერთაშორისო სპორტულ არბიტრაჟში, რადგან საკუთარ ქვეყანაში სამართალი ვერ ვიპოვე. არ ვიცი, რა შეიძლება იყოს შედეგი, რადგან ჯერჯერობით არავის სურს პასუხისმგებლობის აღება, მათ არაპროფესიონალიზმსა და უპასუხისმგებლო შეცომაზე, - წერს ოქსანა კალაშნიკოვა.
სპორტსმენის განცხადებას უპასუხა ჩოგბურთის ფედერაციამაც, სადაც ამბობენ, რომ მათ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან ერთეულთა თანრიგში ლიცენზია ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის მიიღეს.
მიუხედავად მიღებული ერთი ლიცენზიისა, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს დათქმულ ვადაში მიაწოდა ოლიმპიური ლიცენზიანტების გაფართოებული სია, რის შემდეგაც, საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა, ნიკოლოზ ბასილაშვილის განაცხადთან ერთად, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს წარუდგინა პოტენციური ოლიმპიელების კანდიდატურები, - წერია ფედერაციის განცხადებაში.
ფედერაცია იმედს იტოვებს, რომ ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა პირნათლად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, ყველა წესის დაცვით წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს.
ამავე თემაზე: