ენმ-ს კაცები ამ ქალებს წინ რომ გერეკებიან, ეგ არაა დისკრიმინაცია? - ქადაგიშვილი დეკანოიძეს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა 18 ივლისს პარლამენტის სასესიო დარბაზში ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებზე ძალის გამოყენებაზე საუბრისას თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის კაცები" ქალებს "წინ ერეკებიან".

"თქვენი ნაციონალური მოძრაობის კაცები ამ ქალებს რომ წინ გიშვებენ, აი ასე რომ გერეკებიან ეგ არ არის დისკრიმინაცია?" - თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

ქადაგიშვილის რეპლიკაზე დეკანოიძემ თქვა, რომ ის ძალიან "მძმე და ცუდ" რაღაცას ამბობდა და პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას რეაგირებისკენ მოუწოდა. 

"გეკითხებით თქვენ, ის, რომ ქალი ხართ, გაქვთ უფლება შეაწყვეტინოთ სიტყვა სხვასაც? ხომ ყველა თანაბარი ვართ? დაასრულებინეთ სხვასაც", - უთხრა კუჭავამ დეკანოიძეს.

დღეს, 22 ივლისს ქალთა უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტში განცხადების გასაკეთებლად არ შეუშვეს. მათ კახა კუჭავას რეაგირებისკენ საკნონმდებლო ორგანოს გარედან მოუწოდეს. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი