პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი 85 ხმით დაამტკიცა.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით, მთლიანი შიდა პროდუქტი 3.4%-დან, 7.7%-მდე იზრდება. დეფიციტი მცირდება 7.6-დან 6.9%-მდე. სამთავრობო ვალი 54.6%-მდე მცირდება.

გარდა ამისა, ბიუჯეტის შემოსულობები 1 მილიარდ 175 მილიონი ლარით იზრდება. მთავრობა ზრდის გადასახდელებს 1 მილიარდ 114 მილიონი ლარით. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მომავალ წელს თითქმის 19.5 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი, 7,7 პროცენტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაადასტურა.

კორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები განხორციელებულია სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მწარმოებლური სექტორის პროგრამების ხელშეწყობის და ასევ, პანდემიასთან დაკავშირებული ჯანდაცვის ხარჯების მიმართულებით.

პანდემიასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის ხარჯებისთვის 446 მილიონი იქნა დამატებული და ჯამში, 846 მილიონი ლარი შეადგინა. დაახლოებით 150 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული ვაქცინაციისთვის. მთავრობაში ამბიბენ, რომ თანხები სრულყოფილად ფარავს მოსახლეობის 60 პროცენტიანი მოცვის ნიშნულს.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი