თხოვნაა დაუბრუნდეთ თქვენ საქმეს - კუჭავას აზრით, მედიის ქმედება ჟურნალისტურ საქმიანობას სცდება

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა სასესიო დარბაზში ჟურნალისტების საპროტესტო ბანერებსა და პროტესტს გამოეხმაურა და მათ კიდევ ერთხელ უთხრა საქმიანობა ისე გააგრძელონ, როგორც აქამდე. მისივე შეფასებით, მედიის წარმომადგენლების ქმედებები სცდება ჟურნალისტურ საქმიანობას.

"სხდომა მაშინ დახურულად გამოცხადდა, სამწუხაროდ, ამის მიზეზი იყო ის დესტრუქციული ქმედებები, ძალადობა, რომელსაც დარბაზში ვხედავით და ეს მიღებული ფორმა არის ხოლმე. თუმცა, თუ სურვილი იქნება მოიწვიოთ, ამის შესაბამისი პროცედურები არსებობს, კომიტეტის სხდომა იქნება თუ კვლა რიგგარეშე სესიის სხდომა შეიძლება ჩაინიშნოს თავიდან. 

უკმაყოფილებაც შეგვიძლია გამოვთქვათ და ნამდვილად იქნება პარლამენტი ის ადგილი სადაც დავსვამთ ყველა კრიტიკულ კითხვას თუ რამე არ მოგვწონს, ან რამე არ ხორციელდება. [...] დარბაზში არ მივცეთ დესტრუქციის და მათ შორის ჩაშლის საშუალება, მითუმეტეს თვენი ქმედებებით, რომელიც სცდება ჟურნალისტურ საქმიანობას. ჩემი თხოვნა იქნება დაუბრუნდეთ თქვენ საქმეს", - თქვა კუჭავამ.

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს პარლამენტში შს მინისტრის მოსმენა "ოცნებამ" სწორედ ჟურნალისტების ბანერების გამო გადადო. მაშინ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამუშაო რეჟიმს უნდა დაბრუნებოდნენ და ეს ბანერები ჩამოეხსნათ. მედიამ აღნიშნულზე უარი თქვა, მოგვიანებით კუჭავამ მოსმენა გადადო. როგორც ჩანს დეპუტატებს დღეს მსგავსი "პრეტენზიები" არ აქვთ. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი