1000 ლარი ყველა ოჯახს, ვისი შემოსავალიც 40 ათასზე ნაკლებია - ნაციონალური მოძრაობის დახმარების გეგმა

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია, კორონავირუსის პანდემიის პირობებში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო, შიმშილის ზღვარზე დარჩენილ ოჯახებისთვის დახმარების საკუთარი ინიციატივით გამოდის.

დახმარების ეს პროგრამა 40 000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის 1000 ლარიანი დახმარების, არასწრულწლოვნებისთვის 500 ლარის გამოყოფას გულისხმობს.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია ოხანაშვილების ოჯახში იმყოფებოდა და მათ პარტიის გეგმა გააცნო. ოხანაშვილების ოჯახს, რომელსაც სოციალური დახმარება რამდენიმე თვის წინ, გაურკვეველი მიზეზით შეუჩერდა, დავალიანების გამო ელექტრონერგიის მიწოდება აქვს შეწყვეტილი. მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის გამო ოჯახმა შემოსავლის წყარო დაკარგა, ხელისუფლების დაპირებულ ერთჯერად დახმარებას კი ვერ იღებს, რადგან დავით ოხანაშვილი ვერ ამტკიცებს, რომ თვითდასაქმებული იყო.  

რის საფუძველზე მომივიდა 71 000 ქულა, არ ვიცი. ერთი სარეცხი მანქანა მქონდა, ისიც გავყიდე. არც ერთი თეთრი არ მაქვს შემოსავალი. მუნიციპალიტეტში მითხრეს, რომ ვერ აიღებთ დახმარებას, უნდა დაამტკიცოთო, საბუთებიო... გამოდის, რომ ვერ ვიღებთ, - ამბობს ოჯახის მარჩენალი. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ დახმარებების დროულად გაცემა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში 164 000 სოციალურად დაუცველსა და კრიზისის გამო უმუშევრად დარჩენილ მოსახლეობას შიმშილი ემუქრება. 

ვისთანაც გვაქვს შეხება, ვეხმარებით, მაგრამ 2 მილიონ 700 ათას ადამიანს ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსები ვერ გაწვდებიან. ამისთვის არის ხელისუფლება, თან მილიარდიანი ხელისუფლება, რომ ეს პრობლემები ოდნავ მაინც შეუმსუბუქონ, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია. 

ხელისუფლების წარმომადგენლები ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი