ოპოზიციიდან რომ გაეკეთებინა ვინმეს, გამოძიება უკვე დაწყებული იქნებოდა - სამნიძე წულუკიანზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამინიძის თქმით, ვინმეს ოპოზიციიდან იგივე რომ გაეკეთებინა, რაც კულტურის მინისტრმა გუშინ გააკეთა, გამოძიება უკვე დაწყებული იქნებოდა. მისივე განცხადებით, არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც სიტუაციასა და მედიაზე თავდასხმებს ადეკვატურად აფასებს.

"სამარცხვინოა და ძალიან სახიფათოა, ვინმეს ოპოზიციური პარტიებიდან, ოპოზიციურ ლიდერს იგივე რომ გაეკეთებინა, ნებისმიერ ტელევიზიაზე უკვე გამოძიება იქნებოდა დაწყებული და უკვე წარმომიდგენია, რა ვითარებაც იქნებოდა. მაგრამ ჩვენ არ გვყავს ასეთი საგამოძიებო უწყებები, არ გვყავს ასეთი ხელისუფლება, რომელიც ამ სიტუაციას ადეკვატურად აფასებს და რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ უხსნის ხელ-ფეხს ყველა იმ მოძალადეს, რომელსაც სურს, თავს დაესხას ჟურნალისტებს", - თქვა ხათუნა სამნიძემ. 

ცნობისთვის, 22 ივლისს სენაკის თეატრში ჩასულმა კულტურის მინისტრმა, "მთავარი არხის" ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტი დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა, წულუკიანი კი აცხადებს, რომ მიკროფონს არჩევნების შემდეგ დააბრუნებს. "მთავარი არხი" მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, თუმცა ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია, დაიწყო თუ არა რაიმე მოქმედებები შესაბამისი უწყებების მხრიდან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი