ქუთაისში, მიკროსასფინანსოდან 300 000 ლარის წაღების ბრალდებით დაკავებულებმა შიმშილობა დაიწყეს

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, მიკროსასფინანსო ორგანიზაციის ძარცვის და 300 000 ლარის წაღების ბრალდებით დაკავებულმა პირებმა შიმშილობა გამოაცხადეს. ბრალდებულები მოსამართლის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

პროტესტის მიზეზი კი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც ქეთევან თხელიძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც ბრალდების მხარე, დაცვის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიუღებლობას მოითხოვდა. ადვოკატები ამბობენ, რომ მოსამართლის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნება.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები, აპროტესტებენ მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლებიც იყო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი და თავის დროზე სასამართლოს მიერ დამტკიცებული, ამოიღეს ჩვენი შეფასებით უკანონოდ, რაც ჩვენ დაცვის ქვეშ მყოფებს უზღუდავს უფლებას დაამტკიცონ საკუთარი უდანაშაულობა", - ამბობს ადვოკატი.

ცნობისთვის, საქმე ეხება ქუთაისში, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ძარცვას ბოლო პერიდში, რომლის დროსაც მძარცველები მიკროსაფინანსოში იატაკის ამოჭრის გზით შევიდნენ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან მძარცველებმა 300 000 ლარი და ორი ქისა ოქრო წაიღეს.

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი